ზურაბიშვილი: უკრაინასთან ერთად ვიზიარებ ამ გადამწყვეტ, უძილო ღამეს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მხარდასაჭერად Twitter-ზე მორიგი პოსტი განათავსა.

  • უკრაინასთან ერთად ვიზიარებ ამ გადამწყვეტ, უძილო ღამეს. მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია პრეზიდენტ ზელენსკის, მისი გუნდის, მისი ჯარისკაცების და მთელი მისი ერის მამაცობისა და თავდადების გაკვეთილით.

სალომე ზურაბიშვილმა თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქციის ფოტოც გამოაქვეყნა და დაურთო - „საქართველო უკრაინის გვერდით“.


ზელენსკი: წარმოუდგენელი ქართველი ხალხი, ვისაც ესმის, რომ მეგობრებს უნდა დაუჭირონ მხარი!

საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება