ლიეტუვამ განაცხადა, რომ სურს, რუსეთისა და ბელორუსის მიერ ჩადენილი სავარაუდო სამხედრო და კაცობრიობის წინაშე დანაშაულები გაეროს სასამართლომ გამოიძიოს
Associated Press-ის ცნობით, ლიეტუვის იუსტიციის მინისტრმა ეველინა დობროვოლსკამ განაცხადა, რომ წინადადება ჰააგის სასამართლოში გაიგზავნა. მისი თქმით, პროკურორს ეთხოვა, შეაფასოს მოთხოვნა და, საჭიროების შემთხვევაში, გამოძიება დაიწყოს.
საუბარია „კონკრეტული პირების პასუხისმგებლობაზე“, კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ბელორუსის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკაზე.
შეგახსენებთ, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა