აშშ-ის საელჩო ბელორუსში მუშაობას დროებით აჩერებს

ამერიკის შეერთებული შტატები ბელორუსში, აშშ-ის საელჩოში ოპერაციებს დროებით აჩერებს. რუსეთში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ნაწილს და მათი ოჯახის წევრებს კი, აშშ-ში დაბრუნების უფლებას რთავს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა Reuters-ის ცნობით.

ბლინკენის თქმით, აშშ-ის მთავრობის უპირველესი პრიორიტეტი მისი მოქალაქეების უსაფრთხოებაა.

„ჩვენ ეს ნაბიჯები უსაფრთხოების საკითხების გამო გადავდგით, რაც გამოწვეულია უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმით“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.