რუსულმა მხარემ ხარკოვის ცენტრში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობა დაბომბა

რუსმა ოკუპანტებმა, ხარკოვის ცენტრში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობა დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური Telegram-ზე ავრცელებს.

„წინასწარი ინფორმაციით, დარტყმებია ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაზე, ოპერის თეატრზე, ფილარმონიასა და საცხოვრებელ კორპუსებზე (ძირითადად 4-5 სართულიან შენობებზე)“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ: 

უკრაინასა და რუსეთს შორის 6-საათიანი მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა