დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან ერთად ვარშავაში პრესკონფერენციას მართავს. ჯონსონი ამბობს, რომ „ტრაგედია“, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა და სხვებმა იწინასწარმეტყველეს, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრით, მოსალოდნელზე უარესია.
ჯონსონმა ამას ევროპის კონტინენტზე კატასტროფა უწოდა, სადაც პოლონეთი ასევე ფრონტის ხაზზეა.
ჯონსონის თქმით, „აშკარაა, რომ პუტინი მზად არის, გამოიყენოს ბარბაროსული ტაქტიკა უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რაკეტების გამოყენებით ბავშვების მოსაკლავად.
ჯონსონი იმყოფებოდა პოლონეთში და ხვდება მთავარ ევროპელ მოკავშირეებს, რათა განიხილონ რუსეთის შეჭრა უკრაინაში.