ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. შესაბამისი რეზოლუცია ევროპის საკანონმდებლო ორგანომ პირველ მარტს მიიღო, იწყება ევროპარლამენტის პრესსამსახური.
დოკუმენტს მხარი 637-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13 წინააღმდეგი იყო, 26-მა თავი შეიკავა. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ კანდიდატი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებისთვის.
„ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და იმავდროულად გააგრძელონ მუშაობა მისი ინტეგრაციისთვის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ასოცირების შეთანხმების ფარგლებში “, - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.