აშშ რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს

აშშ რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ შევუერთდებით ჩვენს მოკავშირეებს და დავხურავთ ამერიკის ცას რუსეთის ყველა ფრენისთვის“, - აღნიშნა თეთრი სახლის მეთაურმა.

მისი თქმით, ეს აკრძალვა რუსეთის კიდევ უფრო მეტად იზოლირებას გამოიწვევს და რუსეთის ეკონომიკაზე კიდევ უფრო დიდი ზეწოლა ექნება. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაზე თავდასხმით მსოფლიოს გადატრიალება სურდა, თუმცა უკრაინელი ხალხის სახით მის წინაშე შეუვალი კედელი დადგა.

ასევე წაიკითხეთ:

აშშ უკრაინას დამატებით $54 მილიონამდე ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს