ზელენსკი: ნაციზმი სიჩუმეში იბადება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს მოუწოდა ებრაელებს მთელ მსოფლიოში, ხმა აიმაღლონ და ისაუბრონ რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკლელობაზე.

„ახლა მე მივმართავ მსოფლიოს ყველა ებრაელს. ვერ ხედავთ რა ხდება? ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მილიონობით ებრაელი მთელ მსოფლიოში ახლა არ გაჩუმდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

„ნაციზმი სიჩუმეში იბადება. ასე რომ, იყვირე მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე. იყვირე უკრაინელების მკვლელობებზე“. - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.