საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შორის საქართველო გაეროს იმ 96 წევრ სახელმწიფოს შორისაა, რომლებმაც რეზოლუცია "აგრესია უკრაინის წინააღმდეგ" დაასპონსორეს.
„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით," - წერს დავით ზალკალიანი Twitter გვერდზე.
„გაეროს გენერალური ასამბლეის მე-11 საგანგებო სესიაზე მიიღეს რეზოლუცია „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, 141 მომხრითა და მხოლოდ 5 მოწინააღმდეგით. რეზოლუცია 96 წევრის სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მიერ არის დასპონსორებული. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით," - ნათქვამია თავის მხრივ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.