ელენე ხოშტარია დააკავეს. ვიდეო

„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია მთავრობის ადმინისტრაციასთან დააკავეს.

„კანცელარიას შევასხი რუსული კეჩუპი და დავყარეთ რუსული ბრინჯი. დამიჭირეს. თქვენც მიდით დაყარეთ“, - აღნიშნულია ხოშტარიას Facebook გვერდზე.

პარტიის ცნობით, დაკავებულია „დროას“ აღმასრულებელი მდივანი გიგა ლემონჯავა და პოლიტიკური საბჭოს წევრი შუშანა მაცაბერიძე. 

შსს-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.


საქართველომ რუსეთში ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტი დაუშვა

რუსეთი ქართულ საწარმოებს რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობს - მედია