თორნიკე შენგელია კარიერას იტალიაში განაგრძობს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ივნისის ბოლომდე კონტრაქტი გააფრომა ბოლონიის „ვირტუსთან“.
„სიტყვები არ მყოფნის როგორ გამოვხატო მადლიერება ჩვენი კლუბის პრეზიდენტის მასიმო ძანეტის მიმართ, რომელმაც ისეთი ვარსკვლავი მოიწვია, როგორიც თორნიკე შენგელიაა. შენგელიას სხვა გუნდებიც იწვევდნენ, მაგარამ მან საბოლოოდ ჩვენთან თამაში მოისურვა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კლუბის მზარდ ავტორიტეტს საერთშორისო დონეზე“, - ტრანსფერის შესახებ განცხადება კლუბის გენერალურმა დირექტორმა ლუკა ბარალდიმ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 2009-12 წლებში ბოლონიის „ვირტუსში“ ვიქტორ სანიკიძე გამოდიოდა. სწორედ იქ შეარქვეს მას Air Georgia.
ასევე წაიკითხეთ: