დმიტრო კულება: ჩერნობილში რადიაციის გაჟონვის საშიშროება არსებობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებას განცხადებით, ჩერნობილში რუსეთის მიერ კონტროლირებადი სადგური დაზიანებულია, მას დიზელის გენერატორს დაუკავშირებენ, რაც უზრუნველყოფს ობიექტის კვებას 48 საათის განმავლობაში.

„ამის შემდეგ გამომუშავებული ბირთვული საწვავის სათავსოში გაგრილების სისტემა გაითიშება, რაც რადიაციის გაჟონვას გამოიწვევს. 48 საათში, შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბით ტექნოგენური კატასტროფა მოხდეს. პუტინი უბრალოდ პლანეტას ანადგურებს", - წერს კულება Twitter-ზე.

გავრცელებული ცნობებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს დენის მიწოდება შეუწყდ და რადიაციის გაჟონვის საფრთხე გაჩნდა. უკრაინულმა მხარემ ატომური ენერგიის მსოფლიო სააგენტოს ინფორმაცია უკვე მიაწოდა.

სააგენტოს შეფასებით, სადგურზე უსაფრთოებაზე კრიტიკული გავლენა არ ფიქსირდება.


ამავე თემაზე

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: მსოფლიო კატასტროფის ზღვარზეა, ეს ბევრად უარესი იქნება, ვიდრე ჩორნობილი და ფუკუშიმა ერთად