გერმანია რა თქმა უნდა, არ გაგზავნის სამხედრო თვითმფრინავებს უკრაინაში, განაცხადა ოთხშაბათს კანცლერმა ოლაფ შოლცმა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა უარყო პოლონეთის შეთავაზება მისი რუსული წარმოების MiG-29 თვითმფრინავების გერმანიაში აშშ-ის ბაზაზე გადაცემის შესახებ.
„ჩვენ მივაწოდეთ ყველა ტიპის თავდაცვის მასალა და გავაგზავნეთ იარაღი, რომლის შესახებაც ვსაუბრობდით, მაგრამ ისიც მართალია, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა განვიხილოთ, რას ვაკეთებთ კონკრეტულად და რა თქმა უნდა, სამხედრო თვითმფრინავები არ არის ამის ნაწილი“, - განაცხადა შოლცმა კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
კითხვაზე, იყო თუ არა გერმანია კატეგორიული წინააღმდეგი რუსული ენერგიის იმპორტის აკრძალვის, შოლცის თქმით, ის რამდენიმე თვეა, მუშაობს წიაღისეული საწვავის იმპორტზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებაზე.
„ბევრი ტექნიკური საკითხია მოსაგვარებელი“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ასევე წაიკითხეთ
დმიტრო კულება გერმანიას: ვიდრე ევროპულ უკრაინაში ხალხი იღუპება, თქვენ ძალიან ცოტა გააკეთეთ
ავიაგამანადგურებლების შესახებ პოლონეთის წინადადებას პენტაგონში დაუსაბუთებელი უწოდეს