ჩვენ გვინდა დემილიტარიზებული, მეგობრული უკრაინა, რომელიც არ შექმნის საფრთხეს რუსეთისთვის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
სერგეი ლავროვის თქმით, რომ რუსეთი არ დასხმია თავს უკრაინას და არც სხვა ქვეყნებზე თავდასხმას გეგმავს.
„ჩვენ გვინდა დემილიტარიზებული, მეგობრული უკრაინა, რომელიც არ შექმნის საფრთხეს რუსეთისთვის, რომელიც რუსულ ენასა და კულტურას არ აკრძალავს.
დღევანდელმა შეხვედრამ დაადასტურა რომ ალტერნატივა არ აქვს ბელარუსის მოლაპარაკების ფორმატს. კრიზისიდან გამოსავალი უნდა იყოს მისაღები ევროპის კონტინენტზე ყველა ქვეყნისთვის. სამხედრო ოპერაციაზე ანგარიშს აკეთებს თავდაცვის სამინისტრო. ოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის“, – განაცხადა ლავროვმა.
ასევე წაიკითხეთ:
სერგეი ლავროვი: გვინდა, რომ მოლაპარაკებები ბელორუსში გაგრძელდეს