ომს არ ჰყავს გამარჯვებული, დამარცხებულები კი უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, ანტალიაში, უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„შეხვედრა, განსაკუთრებით ლიდერების დონეზე, დღის წესრიგში დადგა. უკრაინული მხარე, ზელენსკი მზად არის ასეთი შეხვედრისთვის. რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების მრავალი ელემენტია, მათ შორის ნეიტრალიტეტი. ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა განიხილება. თქვენ იცით, რომ ასეთ შემთხვევაში უკრაინას სურს, რომ ზოგიერთი ქვეყანა იყოს აქ გარანტი. ერთ-ერთი მათგანი თურქეთია", - განაცხადა მან.
ასევე წაიკითხეთ: