ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ ერბილში, აშშ-ის საკონსულოსთან რაკეტები ჩამოვარდა. საერთაშორისო მედიის ცნობით, 12 ბალისტიკური რაკეტა ერბილის მიმართულებით, მათგან რამდენიმე საკონსულოსთან დაეცა.
აშშ-ისა და ერაყის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თავდასხმის შედეგად მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა, რომელიც ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, ირანიდან განხორციელდა.
აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ არცერთი სამთავრობო ობიექტი არ დაზიანებულა და მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამასთან, არ არსებობს რაიმე მითითება, რომ სამიზნე იყო საკონსულოს შენობა.
აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ არ არის გარკვეული, ზუსტად რამდენი რაკეტა გაისროლეს და სად ჩავარდა ის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მომხდარს ერაყის სუვერენიტეტის წინააღმდეგ „აღმაშფოთებელი თავდასხმა“ და ძალადობის გამოვლინება უწოდა.