ესტონეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინის ცის დახურვას ითხოვს

ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს გაეროს წევრ ქვეყნებს, დაკეტონ ცა უკრაინის თავზე. ეს არის პირველი ასეთი ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყნის პარლამენტმა გადადგა.

„რთულია, საპასუხისმგებლოა და საპატიო, იყო პირველი“, - დაწერა უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა Facebook-ზე.


სტეფანჩუკმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მაგალითი მსოფლიოს სხვა პარლამენტებისთვის. „ბოლოს და ბოლოს, პარლამენტარები ხალხის წარმომადგენლები არიან და მსოფლიოს ხალხები ითხოვენ გადამწყვეტ მოქმედებას მშვიდობის დამყარებისთვის და უკრაინის თავზე ცის დახურვის მიზნით“, - აღნიშნავს პარლამენტის სპიკერი.