რუსეთმა ევროსაბჭოს დატოვების შესახებ განცხადება ოფიციალურად ჩააბარა

რუსეთმა ევროსაბჭოს ოფიციალურად დატოვების გადაწყვეტილების შესახებ უწყება ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ-ბუჩის გადასცა.

„ორგანიზაცია გადააქციეს ანტირუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად, უარს აცხადებენ თანასწორუფლებიან დიალოგსა და იმ ყველა პრინციპზე, რომლის საფუძველზეც შეიქმნა. 25 თებერვალს, დისკრედიტაციის მიზნით მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთის წარმომადგენლობის შეჩერების შესახებ. ასეთ პირობებში ჩვენი ქვეყანა ევროსაბჭოში არ დარჩება“ , - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.


ევროპის საბჭოში წევრობის შეჩერებიდან ორი კვირის შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს