ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში არიან. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა დენის შმიგალმა Twitter-ზე დაწერა.
„ეს არის უკრაინის ნამდვილი მეგობრების სიმამაცე! განვიხილავთ უკრაინის მხარდაჭერისს საკითხს და რუსული აგრესიის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას“, - წერს შმიგალი.
„სწორედ აქ, ომით განადგურებულ კიევში იწერება ისტორია. სწორედ აქ ებრძვის თავისუფლება ტირანიას. სწორედ აქ იქმნება ჩვენი მომავალი. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას, რომელსაც შეუძლია, თავისი მეგობრების დახმარების იმედი ჰქონდეს - ეს მესიჯი დღეს კიევში ჩამოვიტანეთ“, - აღნიშნავს თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავეცკი.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის დედაქალაქში ასევე იმყოფება პოლონეთის ვიცე პრემიერი, ლეხ კაჩინსკის ძმა, იაროსლავ კაჩინსკი.