საუდის არაბეთი პეკინთან ნავთობის ჩინურ ვალუტაში, იუანში შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
ამასთან, ნავთობის იუანში შეძენის კონტრაქტები 6 წლის განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა საუდის არაბეთის უკმაყოფილებამ რეგიონში და მათ მიმართ აშშ-ს პოლიტიკის ირგვლივ, მოლაპარაკებები დააჩქარა.
ცნობისთვის, საუდის არაბეთის უკმაყოფილება იემენის სამოქალაქო ომში ინტერვენციის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის ნაკლებობამ და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების გაფორმებიც მცდელობამ გამოიწვია. ამასთან, როგორც საუდის არაბეთის ოფიციალური პირები ამბობენ, აშშ-ს მიერ ავღანეთიდან ჯარების ნაჩქარევმა გაყვანამ ისინი შოკში ჩააგდო.