კრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, კიევის დაცვა სტრატეგიული ამოცანაა და კიევი გაუძლებს. როგორც ზალუჟნი სოციალურ ქსელში წერს, დედაქალაქის დაცვას მასობრივად უერთდებიან ქალაქის მაცხოვრებლები.
მთავარსარდლის ინფორმაციით, დედაქალაქის დასაცავად ძირითადი დატვირთვა მოდის სახმელეთო ძალებზე და მათთან ერთად კიევს იცავენ სადესანტო-მოიერიშე, სპეციალური დანიშნულების და ტერიტორიული თავდაცვის ძალები და სხვა სამხედრო ფორმირებები.
ასევე წაიკითხეთ: