ესტონეთის თავდაცვის მინისტრი: ჩვენ უკრაინას იარაღი გადავეცით ომის დაწყებამდე და ახლაც ვეხმარებით მის შეიარაღებულ ძალებს

"ჩვენ უკრაინას იარაღი გადავეცით ომის დაწყებამდე და ახლაც ვეხმარებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს", - ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, კალე ლაანეტმა NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა იმოქმედონ იმ ქვეყნებმა, რომლებსაც შეუძლიათ არასაფრენი ზონის კონტროლი. მაგალითად, ესტონეთს ამის კონტროლის შესაძლებლობები არ აქვს, თუმცა ჩვენ უნდა მოვძებნოთ კონსენსუსი.

ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელმაც გავუგზავნეთ ლეტალური დახმარება უკრაინას ომამდე, რადგან დღეს უკრაინა არის ჩვენი დემოკრატიული ღირებულებების დაცვის ფრონტის წინა ხაზზე. ეს არის მთავარი ღირებულება. როგორც გავიგე, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, მათ არ აქვთ იმედი, რომ ამ ეტაპზე მიაღწევენ წევრობას. შესაძლოა, ის მართალია“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.

ასევე წაიკითხეთ:

ჯო ბაიდენი: უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას რუსეთისგან დასაცავი იარაღი ჰქონდეს