პოლიციამ სოფიაში, ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დააკავა

პოლიციამ სოფიაში დააკავა ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი და კიდევ სამი ყოფილი მაღალჩინოსანი. 

ამასთან დაკავშირებით, ბულგარეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას.

როგორც ცნობილია, დაკავების ოპერაციის საფუძველია, ევროკავშირის გაერთიანებულ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება, რომელიც ფინანსური დახმარების ბოროტად გამოყენებას შეეხება.