ნორვეგია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, რაც ქვეყანაში ამ დრომდე მიღებული შეზღუდვების ყველაზე მასშტაბური პაკეტია. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ნორვეგიის სანქციების ქვეშ მოექცევა რუსეთის ფინანსური, ენერგეტიკის, ტრანსპორტის , ტექნოლოგიის, თავდაცვის და ეკონომიკის სექტორები. ასევე ასამდე რუსეთის მოქალაქე და ორგანიზაცია.
აშშ-მ, ევროკავშირმა და მათმა მოკავშირეებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ამ ქვეყანას ფინანსური სანქციები დაუწესა. ამასთან რუსეთის ფედერაციამ პერსონალური სანქციები დაუწესა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და სხვა მაღალჩინოსნებს, ასევე კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს.
ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.
შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
ასევე წაიკითხეთ
ახალმა ზელანდიამ შეზღუდვები დააწესა პუტინის, მიშუსტინის, ლავროვისა და შოიგუს წინააღმდეგ
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის