რუსი ოკუპანტები კიევს დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან 70 კილომეტრამდე დაშორდნენ. ამის შესახებ UNIAN უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალ ალექსანდრე გრუზევიჩზე დაყრდნობით წერს.
გრუზევიჩმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „კიევის აღება მტრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა“.
„მტრის გეგმები მთლიანად ჩავაშალეთ, დღეს მდინარის (დნეპრის) მარჯვენა ნაპირზე მტერი თითქმის 70 კმ-ით არის გაჩერებული და გარე რგოლის ზოლი 70 კმ-მდე გაფართოვდა, რაც შეუძლებელს ხდის სროლას, რაკეტების გარდა, ჩვენს დედაქალაქზე", - აღნიშნა გრუზევიჩმა.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
CNN: რუსი სამხედროები კიევთან სანგრებს თხრიან
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს