უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 6 რუსი გენერალი მოკლეს.
„მოკლულია უკვე 6 გენერალი: გენერალ-მაიორი თუშაევი, გერასიმოვი, კოლესნიკოვი, სუხოვეცკი, მიტიაევი და გენერალ-ლეიტენანტი მორდვიჩევი. ათობით პოლკოვნიკი და სხვა ოფიცერი. ე.ი. რუსეთის ფედერაციის არმია სრულიად მოუმზადებელია და იბრძვის მხოლოდ ხალხის სიმრავლითა და საკრუიზო რაკეტებით“, - წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.
ასევე წაიკითხეთ:
მედია: უკრაინაში შავი ზღვის ფლოტის რუსი კაპიტანი მოკლეს, რომელიც საქართველოშიც იბრძოდა