ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის საკითხში, პეკინი ისტორიის სწორ მხარეს დგას. ვანგ ის თქმით, პეკინის პოზიცია თანხვედრაშია ქვეყნების უმეტესობის სურვილებთან და ამას დრო გამოაჩნეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„ჩინეთისთვის არასდროს იქნება მისაღები რაიმე სახის გარე იძულება, ან ზეწოლა და ეწინააღმდეგება ჩინეთის წინააღმდეგ ყოველგვარ უსაფუძვლო ბრალდებებსა და ეჭვებს. ჩინეთი ყოველთვის იყო ძალა, რომელიც მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებას უწყობს ხელს“ - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ვანგის მიერ ჟურნალისტებთან გამართული საუბრის თაობაზე გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს