რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა

რუსეთის საგარეო უწყებამ შტატების ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა. ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო  გასულ კვირაში ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს სისხლიანი დიქტატორი უწოდა.

„ამგვარი განცხადებები არ შეეფერება ასეთი მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეს და რუსეთ- ამერიკის ურთიერთობები გაწყვეტის ზღვრამდე მიჰყავს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

ბაიდენმა პუტინს „მკვლელი დიქტატორი და „ნამდვილი ყაჩაღი" უწოდა