უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იაპონიის მსხვილი ჰოლდინგის Eneos Holdings Inc-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსულ ნავთობს აღარ შეისყიდის. ამის შესახებ Reuters ქარხნის ხელმძღვანელ ცუტომო სუგიმორიზე დაყრდნობით წერს.
სუგიმორიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ამ ქვეყნის კომპანიებთან დადებული კონტრაქტები შესრულდება, მაგრამ ამ ფაქტის შემდეგ რუსულ მხარესთან ხელს არცერთ კონტრაქტზე არ მოვაწერთ.
Eneos Holdings - იაპონიაში ერთ-ერთი მსხვილი ენერგოკორპორაციაა, რომელიც ენერგოსექტორში ჩართულ საწარმოებს მართავს, რესურსებს და ნედლეულს აწვდის.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ბაზარი საერთაშორისო ჯგუფმა KCA Deutag-მა დატოვა და სანქციებს შეუერთდა.
ამასთან რუსეთში ინვესტიციების შეჩერების შესახებ განაცხადა ნავთობის სექტორის გიგანტმა და მსოფლიო ოთხეულის წევრმა Baker Hughes-მა.
ასევე წაიკითხეთ
Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს
ამერიკული ნავთობკომპანია ExxonMobil-ი რუსეთში მუშაობას წყვეტსახალი ამბებიუცხოეთი
აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს
ენტონი ბლინკენი: ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ