ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსულ ენერგორესურსებზე არ იყოს დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ ენერგორესუსრებზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით გერმანიის პოზიცია უცვლელია.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ რუსეთის ენერგორესურსებისგან დამოუკიდებლები და ამ საკითხზე ყოველდღიურად და ინტენსიურად ვმუშაობთ. ამისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურის შექმნა და ახალი შეთანხმების გაფორმება სხვა მომწოდებლებთან. დივერსიფიკაცია თუ სწრაფად მოხდება, ეფექტიც ავტომატურად დადგება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ომმა უკვე აიძულა ევროკავშირი, გადაეხედა ენერგეტიკული პოლიტიკა და ცდილობს რუსეთზე, მის უმსხვილეს ენერგომიმწოდებელზე დამოკიდებულების შემცირებას. ბლოკი აპირებს შეამციროს რუსული გაზის იმპორტი ორი მესამედით მიმდინარე წელს.
ასევე წაიკითხეთ
ბულგარეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს
Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავენ
ესპანეთს ევროპაში რუსული გაზის ჩანაცვლება შეუძლია - Euractiv