ბულგარეთი რუსულ გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების კონტრაქტს არ განაახლებს. ამის შესახებ უკრაინული მედია BNR-ის საზოგადოებრივ რადიოზე დაყრდნობით წერს, რომელმაც ვიცე-პრემიერ და ფინანსთა მინისტრ ასენ ვასილევთან ინტერვიუ ჩაწერა.
„ბულგარეთი განიხილავს ალტერნატიულ წყაროებს, რათა თავიდან აიცილოს მიწოდების დეფიციტი“,- ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა ასენ ვასილევმა გააკეთა.
ბულგარეთს გაზპრომთან 10 წლიანი კონტრაქტი 2022 წლის ბოლოს ეწურება. „ამ ვითარებაში, გაზპრომთან მოლაპარაკებები არ არის შესაძლებელი. გვქონდა მოლაპარაკებები როგორც საბერძნეთთან, ასევე თურქეთთან, რათა გამოვიყენოთ არსებული ინფრასტრუქტურა და გაზარდოთ მიწოდება აზერბაიჯანიდან, რომელთანაც ქვეყანას აქვს კონტრაქტი”, - განუცხადა ვასილევმა BNR-ის საზოგადოებრივ რადიოს.
ომმა უკვე აიძულა ევროკავშირი, გადაეხედა ენერგეტიკული პოლიტიკა და ცდილობს რუსეთზე, მის უმსხვილეს ენერგომიმწოდებელზე დამოკიდებულების შემცირებას. ბლოკი აპირებს შეამციროს რუსული გაზის იმპორტი ორი მესამედით მიმდინარე წელს.
ასევე წაიკითხეთ
Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს
ამერიკული ნავთობკომპანია ExxonMobil-ი რუსეთში მუშაობას წყვეტსახალი ამბებიუცხოეთი
აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს
ენტონი ბლინკენი: ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ