იაპონურმა კომპანია Sharp-მა რუსეთში ტექნიკის მიწოდება შეაჩრეა

იაპონურმა კომპანია Sharp-მა უკრაინაში ომის გამო რუსეთში ტექნიკის მიწოდება შეაჩერა. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი. 

„Sharp Group-ი აჩერებს რუსეთის ბაზარზე ტექნიკის მიწოდებას. ჩვენ დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და მივიღებთ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს“, - აცხადებენ კომპანიაში. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. მათ შორის ელექტრონიკის სექტორში -  LG Electronics, Samsung, Dell. 22 მარტს იაპონურმა IT- კორპორაცია NEC -მა რუსეთის ბაზარზე ინვესტიციების შეჩერებისა და ახალშეკვეთბის შეჩერების შესახებ განაცხადა. 

ასევე წაიკითხეთ

ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა.


ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო

RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის

Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს

RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის