Bloomberg: ანატოლი ჩუბაისმა თანამდებობა დატოვა და რუსეთიდან გაემგზავრა

რუსმა პოლიტიკოსმა და ეკონომისტმა, „როსნანოს“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ანატოლი ჩუბაისმა, მდგრადი განვითარების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა დატოვა და ქვეყნიდან წავიდა. ამის შესახებ  Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით დაწერა.  

მოგვიანებით ინფორმაცია ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერმა პესკოვმა დაადასტურა და განაცხადა, რომ ჩუბაისმა თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა. „წავიდა ქვეყნიდან თუ არა ეს მისი საქმეა“, - აღნიშნა პესკოვმა. 

ანატოლი ჩუბაისის ძმამ იგორ ჩუბაისმა RBK-ს უთხრა, რომ მან არაფერი იცოდა ძმის გადადგომისა და რუსეთიდან წასვლის შესახებ. Forbes-ის ჟურნალისტებმა შეძლეს დაკავშირება  ანატოლი ჩუბაისთან თუმცა მან არ უპასუხა კითხვას, დატოვა თუ არა რუსეთი. 

RBK-ს წყაროების ვერსიით ჩუბაისი მეუღლესთან ერთად სტამბოლში გაემგზავრა და მალე დაბრუნდება რუსეთში. შემდეგ კი გავრცელა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ ჩუბაისი სტამბოლში ბანკომატთან დგას.