პუტინი ბირთვულ იარაღს მხოლოდ პროვოცირების შემთხვევაში გამოიყენებს - რუსი დიპლომატი

გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილე ამბობს, რომ NATO-ს მიერ „პროვოცირების” შემთხვევაში, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება აქვს. დიმიტრი პოლიანსკი, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი დიპლომატი შეერთებულ შტატებში, Sky News-ს ესაუბრა.

მანამდე ვლადიმერ პუტინის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პრეზიდენტს შეუძლია ბირთვულ ღილაკზე დაჭერა, თუ ქვეყანა იგრძნობს, რომ “ეგზისტენციალური საფრთხის“ წინაშე დგას. 

კითხვაზე, მართალი იყო თუ არა პუტინი დანარჩენ მსოფლიოსთან ბირთვული ომის პერსპექტივაზე საუბრისას, პოლიანსკიმ განაცხადა: „თუ ნატო რუსეთის პროვოცირებას ახდენს, თუ რუსეთს თავს ესხმის, რატომაც არა, ჩვენ ვართ ბირთვული ძალა“. 

შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა.

ასევე წაიკითხეთ 

დმიტრი პესკოვმა თქვა, თუ როდის შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ბირთვული იარაღი 

პენტაგონის პრესსპიკერი: დიმიტრი პესკოვის გაკეთებული განცხადება სახიფათოა