უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და რუს პოლიტიკოსებს, ოლიგარქებსა და კომპანიებს დამატებითი სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადების მიხედვით, სანქციები 25 ფიზიკურ და 81 იურიდიულ პირს დაუწესდა. მათ შორის არიან: პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის შვილები, პუტინის ყოფილი თანაშემწე იგორ შუვალოვი და მისი ოჯახი; რუსი მილიარდერი ალექსეი მორდაშოვი; რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის ოჯახის წევრები სერგეი კირიენკო, პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე.

ამასთან, იაპონიამ სანქციები დაუწესა 81 რუსულ კომპანიას და მათი პროდუქციის იმპორტი აკრძალა.

ასევე წაიკითხეთ:

G7-ის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს სამხედრო ძალები და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან