დუმის დეპუტატი, ვლადიმირ ჟირინოვსკი გარდაიცვალა

ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და დუმის დეპუტატი, ვლადიმირ ჟირინოვსკი მოკვდა. ინფორმაცია ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. 

აღნიშნულს ადასტურებს რუსული მედიაც.

ცნობისთვის, ვლადიმერ ჟირინოვსკი რუსი პოლიტიკოსი და რლდპ-ს შეუცვლელი ლიდერი იყო 1992 წლის 18 აპრილიდან

2000—2011 წლებში იკავებდა სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს. ასევე იყო ევროპის საპარლამენტო ასამბლეის საბჭოს წევრი და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ხუთგზის მონაწილე. 1993 წლიდან იყო რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი.