თურქეთს არ შეეძლო, დაეწესებინა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული საჭიროებებისა და თანამშრომლობის გამო. მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ჩვენ მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთიდან ვყიდულობთ. ჯერ ერთი, მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში. მეორეც, მე ვერ შევაჩერებ ჩვენს ინდუსტრიას. ეს უნდა დავიცვათ. თურქეთს არ შეეძლო, დაეწესებინა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული საჭიროებებისა და თანამშრომლობის გამო“, – აღნიშნა ერდოღანმა.
ასევე წაიკითხეთ:
რა საკითხები განიხილეს თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა
აშშ უკრაინას კიდევ $800 მილიონის ტანკსაწინააღმდეგო და ანტისაზენიტო იარაღს გადასცემს
თურქეთი რუსეთის სამხედრო გემებს შავ ზღვაში შესვლას შეუზღუდავს - Reuters