აბრამოვიჩი დუბაიში ახალ აპარტამენტებს ეძებს – Bloomberg

რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი ახალ აპარტამენტებს დუბაიში ეძებს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. 

გამოცემის ცნობით, გასილ ლვირას ის უძრავი ქონებით ხელოვნურ კუნძულ პალმ-ჯუმეირაზე (ხელოვნური კუნძულები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში) დაინტერესდა.  

ამ დროისთვის რუსი მილიარდერის ადგილსამყოფელი უცნობია. მისი კერძო თვითმფრინავი მარტში დუბაიში შენიშნეს, თუმცა უცნობია იყო თუ არა ბორტზე თავად ოლიგარქი. 

ბრიტანეთმა და ევროსაბჭომ აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა, თუმცა  არაბთა გაერთიანებულ საამიროები ამ სანქციებს არ მიუერთდა. 

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ, რომ რუსეთთან ფრთხილი პოლიტიკა აქვთ და ამიტომ სანქციების დაწესებისგან თავს იკავებენ. 

Forbes-ის შეფასებით, აბრამოვიჩის ქონება 13.3 მილიარდი დოლარია. მას გაერთიანებულ სამეფოში მნიშვნელოვანი აქტივები ეკუთვნის, მათ შორისაა წილი საფეხბურთო კლუბ “ჩელსიში”, რომელიც 1.5 მილიარდად არის შეფასებული.

აბრამოვიჩს ისრაელის და პორტუგალიის მოქალაქეობა აქვს. რუსი ოლიგარქი იმ შვიდ რუს მილიარდერს შორისაა, რომლებიც 10 მარტს, ბრიტანეთის სანქციების სიას დაემატნენ.

Reuters-ის მიერ 14 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები ევროკავშირის სასანქციო სიაში რომან აბრამოვიჩის შეყვანაზე შეთანხმდნენ.


სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პუტინის ახლოს წრეს და მასთან დაახლოებულ ოლიგარქებს დაუწესდათ. დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში მითითებულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია.

ასევე წაიკითხეთ 

დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა

სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი თელ-ავივის აეროპორტის VIP დარბაზში შენიშნეს - Reuters 

სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა 

რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News 

აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა