აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი ნამდვილი ომის დამნაშავეა და ცივილიზებული სამყაროს ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს მისი შეჩერებისა და უკრაინის დახმარებისკენ.
ამის შესახებ ჯო ბაიდენმა დღეს პოლონეთში, ჟეშუვეში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას განაცხადა, რომლებიც უკრაინიდან ლტოლვილებს ეხმარებიან.
ამასთან ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა ომის გამო იძულებით 10-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა. აქედან 3,8 მილიონი ბავშვი ქვეყნიდან გავიდა.
„მე ვნახე ეს კატასტრფა, ბავშვები, ჩვილები, დედები... არაა საჭირო მათი ენის ცოდნა, საკმარისოა მხოლოდ თვალებში ჩახედო და დაინახო ტკივილი, რომელიც მათ თვალებშია...არაფერია მშობლებისთვის იმაზე მძიმე, ვიდრე ბავშვების ტანჯვა“, - აღნიშნა ბაიდენმა.
მისი თქმით ის რაც ხდება მარიუპოლში წარმოეუდგენელია, „ეს მხოლოდ საშინელებათა ფილმებში გვინახავს“.
უკრაინის ქალაქ მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ მარიუპოლის საქალაქო საბჭო იუწყება.
მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ქალაქში ჰუმანიტარული ვითარება სულ უფრო მწვავდება.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ