რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ფარულად ჩამოვიდა. ამის შეასახებ პოლონური businessinsider წერს.
გამოცემის ცნობით, რუსი ოლიგარქი პოლონეთში უკრაინიდან „სპეციალური მატარებლით“ ჩავიდა. „ის პოლონეთში 24 მარტს უნდა ჩამოსულიყო და სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე შემოწმებისას პორტუგალიის პასპორტი უნდა წარმოედგინა“, - წერს გამოცემა.
businessinsider ვარაუდობს, რომ რუსი ოლიგარქი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შესახვედრად ჩავიდა, რადგან პოლონეთში უკრაინიდან შემოვიდა და არაა გამორიცხული, რომ მანამდე პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელინსკისაც შეხვდა.
WSJ-ცნობით, ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ აბრამოვიჩს არ დაუწესოს სანქციები, რადგან ის შესაძლოა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში დაეხმაროს.
Forbes-ის შეფასებით, აბრამოვიჩის ქონება 13.3 მილიარდი დოლარია. მას გაერთიანებულ სამეფოში მნიშვნელოვანი აქტივები ეკუთვნის, მათ შორისაა წილი საფეხბურთო კლუბ “ჩელსიში”, რომელიც 1.5 მილიარდად არის შეფასებული.
აბრამოვიჩს ისრაელის და პორტუგალიის მოქალაქეობა აქვს. რუსი ოლიგარქი იმ შვიდ რუს მილიარდერს შორისაა, რომლებიც 10 მარტს, ბრიტანეთის სანქციების სიას დაემატნენ.
Reuters-ის მიერ 14 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები ევროკავშირის სასანქციო სიაში რომან აბრამოვიჩის შეყვანაზე შეთანხმდნენ.
სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პუტინის ახლოს წრეს და მასთან დაახლოებულ ოლიგარქებს დაუწესდათ. დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში მითითებულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია.
ასევე წაიკითხეთ
დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა
სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი თელ-ავივის აეროპორტის VIP დარბაზში შენიშნეს - Reuters
სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა
რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News
აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა