საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
პატრიარქის სამძიმრის წერილი საზოგადოებას საპატრიარქო ტახტის მემკვიდრე, მეუფე შიო მუჯირმა ქაშვეთის ტაძარში გააცნო.
„სამწუხაროდ, გლოვა გვიწევს ჩვენი მოხალისე ჯარისკაცების გამო. ამჟამად ვეთხოვებით უკრაინის ომში გარდაცვლილთ. ისინი მოყვასის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ და თავიც შესწირეს. სხვისთვის სიცოცხლის გაღება უდიდესი მსხვერპლია! აღვავლენთ ლოცვებს გიორგი (გია) ბერიაშვილის, დავით რატიანისა და ბახვა ჩიქობავასთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც თითოეული ჩვენგანი უნდა მოემზადოს“, - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ გარდაცვლილი სამხედროების სულის მოსახსენებელი პანაშვილი აღავლინა.
ასევე წაიკითხეთ
უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა