დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარშავაში უკრაინის თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიკოვსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას შეხვდება. ამის შესახებ უკრაინული მედია „თეთრ სახლზე“ დაყრდნობით წერს.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჯო ბაიდენისა და დიმიტრი კულებას შეხვედრა პირისპირ პირველად გაიმართება.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი ჩაერთო. პოლონური მედია წერს, რომ აბრამოვიჩი ვარშავაში ჯო ბაიდენთან შესახვედრასდ ფარულად ჩავიდა.
ასევე წაიკითხეთ
რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ფარულად ჩავიდა - მედია