The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რუსი ოლიგარქ რომან აბრამოვიჩსა და ჯგუფის კიდევ ორ წევრს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ, კიევში შეხვედრების შემდეგ სავარაუდოდ მოწამვლის სიმპტომები აქვთ.
აბრამოვიჩს მოწამვლის სიმტომები მარტის დასაწყისში, კიევში შეხვედრის შემდეგ გამოუვლინდა, ამ ინფორმაციას გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით დღეს 28 მარტს აქვეყნებს.
„კერძოდ, თვალების სიწითლე, ცრემლდენა, კანის ქავილი სახეზე და ხელებზე ასევე აღენიშნებოდათ უკრაინის დელეგაციის მაღალჩინოსნებსაც. ამ დროისთვის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და მათ სიცოცხლეს აფრთხე არ ემუქრება. მაგრამ გარკვეული არაა, რამ გამოიწვია ეს სიმპტომები“, - წერს გამოცემა აბრამოვიჩის ახლობელზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა წერს, მათ სავარაუდო თავდასხმა კრემლს დააბრალეს, რომლებსაც მათი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა სურდათ. აბრამოვიჩთან დაახლოებული პირის თქმით, ოლიგარქისთვის უცნობია, ვისი სამიზნე გახდა აღნიშნული ჯგუფი.
კრემლმა დაადასტურა, რომ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.
ასევე, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პირადად გადაწყვიტა აბრამოვიჩის ჩართულობა მოლაპარაკებებში.
მანამდე WSJ-ცნობით, ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ აბრამოვიჩს არ დაუწესოს სანქციები, რადგან ის შესაძლოა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში დაეხმაროს.
შეგასხენებთ, რომ რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის დელეგაცებს შორის მოლაპარაკების 3 რაუნდი გაიმართა ბელორუსში - თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში. მოლაპარაკება ახლა ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.
ასევე წაიკითხეთ
რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ფარულად ჩავიდა - მედია