კორონავირუსის გავრცელების გამო, ჩეხეთში წინასაახალწლოდ შეზღუდვები გამკაცრდა

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ახალი წლის პერიოდში ჩეხეთის მთავრობამ შეზღუდვები გაამკაცრა, - ამის შესახებ ინფორმაციას rte.ie ავრცელებს.

ჩეხეთში დაიხურება მაღაზიები, საბაგირეოები და ამოქმედდება მკაცრი კომენდატის საათი. ამით მთავრობა ცდილობს, შეაჩეროს Covid-19-ის გავრცელების რისკი.

ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა იან ბლეტნიმ განაცხადა, რომ მთავრობამ დაამტკიცა ქვეყნის გადასვა რისკის ინდექსის უმაღლეს დონეზე, რაც უკვე არსებულ შეზღუდვებს, უფრო გაამკაცრებს. ეს კი მნიშვნელოვნად ჩაკეტავს 10,7 მილიონიან ქვეყანას საკურორტო სეზონის განმავლობაში.

ჩეხეთში უკვე დაიხურა ბარები და რესტორნები, ამიტომ ახალი შეზღუდვები შეეხება საცალო სავაჭრო ობიექტებს და ისეთ სერვისებს, როგორიცაა სილამაზის სალონები.

მაღაზიები, რომლებიც ყიდიან აუცილებელ საქონელს, არ დაიხურება, მაგრამ გარკვეული ნივთების შეკვეთა ინტერნეტით იქნება შესაძლებელი.

შეიზღუდება ადამიანების რაოდენობა თავშეყრის ადგილებში.კომენდატის საათი 23:00 საათის ნაცვლად, 21:00 საათზე დაიწყება. სათხილამურო ტრასები დაიხურება.