ლიზ ტრასი: რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინის გაყიდვით ან შეცდომების გამეორებით არ უნდა დასრულდეს

ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა, განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს უკრაინა არ უნდა გაიყიდოს და ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრით სარგებელი არ უნდა მიიღოს. 

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება უკრაინის გაყიდვით ან წარსული შეცდომების გამეორებით არ დასრულდეს. ჩვენ გვახსოვს 2014 წლის რთული შეთანხმება, რომელმაც უკრაინას ხანგრძლივი უსაფრთხოება ვერ მისცა. პუტინი დაბრუნდა უფრო მეტისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ამ საშინელი აგრესიის შედეგად გაიმარჯვოს". - თქვა ტრასმა.

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკების მეოთხე რაუნდს 29-30 მარტს სტამბოლში გამართავენ.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ასევე წაიკითხეთ

WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს