დმიტრო კულება რუსეთთან მოლაპარაკებების მონაწილეებს ურჩევს, არაფერი ჭამონ, ან დალიონ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთთან მოლაპარაკებების მონაწილეებს ურჩევს, არაფერი ჭამონ ან დალიონ, ასევე თავი შეიკავონ საგნების ზედაპირზე ხელის შეხებისგან.

„ვურჩევ ყველას, ვინც რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებზე მიდის, არ ჭამონ ან არ დალიონ რამე. ასევე სასურველია, თავი შეიკავონ ნებისმიერ ზედაპირზე შეხებისგან. ყველა ეს ისტორია ვიღაცამ სადღაც რაღაც მოისმინა, ახლა ბევრი ამგვარი რამე ვრცელდება, რადგან ყველას სწყურია ახალი ამბები, სენსაციები“, – განაცხადა კულებამ.

ასევე წაიკითხეთ:

WSJ: აბრამოვიჩსა და მასთან შეხვედრაზე მყოფ უკრაინის დელეგაციის წევრებს სავარაუდოდ მოწამვლის სიმპტომები აქვთ