ნიდერლანდები 17 რუს დიპლომატს აძევებს. სპეცსამსახურების მონაცემებით ისინი ჯაშუშები იყვნენ. ამის შესახებ ტელეარხ NOS-ზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.
რუსეთის ელჩი ნიდერლანდებში დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და აღნიშნულის შესახებ აცნობეს.
ჯაშუშობაში შემჩნეულმა რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა ორ კვირაში უნდა დატოვონ. „ამ ადამიანებს აქვთ საბუთი, რომ დიპლომატები არიან, თუმცა სულ სხვა რაღაცას აკეთებენ. ჩვენ ეს გადაწყვეტილება ნიდერლანდების უსაფრთხოებისთვის მივიღეთ“, - განაცხადა საგარეო საქმეთ მინისტრმა ვოპკე ჰოექსტრამ და სხვა დეტალები არ დაუზუსტებია.
ნიდერლანდებიდან რუსი დიპლომატების გაძევების საკითხი შეთანხმებული იყო აშშ-სთან, პოლონეთთან და ბულგარეთთან.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სავარაუდოა, რომ თავის მხრივ რუსეთმა ნიდერლანდების დიპლომატები გამოაძევოს.
შეგახსენებთ, რომ 14 მარტს სლოვაკეთმა სამი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა.