ბელგიის ფედერალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანას 21 რუსი დიპლომატი დატოვებს, რომელებიც „ჯაშუშურ ოპერაციებში“ მონაწილეობდნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია RTBF-ზე დაყრდნობით იუწყება.
გადაწყვეტილება ეხება რუს დიპლომატებს, რომლებიც აკრედიტირებული იყვნენ რუსეთის საელჩოში ბრიუსელში და საკონსულოში ანტვერპენში.
რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა 15 დღეში უნდა დატოვონ.
ამასთან ცნობილი გახდა, ნუდერლანდებიდან 17 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ.