საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.
წინა პროგნოზებით, 2022 წელს 5 %-იანი ზრდა იყო მოსალოდნელი, თუმცა როგორც მარეგულირებელში აღნიშნავენ, დღევანდელი გადმოსახედიდან, ზრდის ტემპი 3-4%-ის ფარგლებში იქნება.
ამ ფონზე, სებ-ში აღნიშნავენ, რომ ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელი შენელების ფონზე, ერთობლივი მოთხოვნიდან ინფლაციური ზეწოლა მცირე იქნება და წლის განმავლობაში დომინანტი კვლავ მიწოდების ფაქტორები დარჩება.
ამასთან, როგორც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, მოსალოდნელია, რომ საკრედიტო აქტივობა, მიუხედავად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა და ბოლო პერიოდში მიღებული მაკროპრუდენციული ზომებისა, წლის განმავლობაში ზომიერად მაღალი იქნება.
მთავრობამ 2022 წლის ბიუჯეტი 6%-იან ეკონომიკური ზრდაზე დაგეგმა, თუმცა უკვე თავადაც აღიარებს, რომ ამ მაჩვენებლის მიღწევა შეუძლებელი იქნება. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, საქართველოს ეკონომიკამ შესაძლოა 1 მილიარდი დოლარით იზარალოს.
ასევე წაიკითხეთ:
ფინანსთა მინისტრის მოადგილე: საქართველოს ეკონომიკამ შესაძლოა მილიარდი დოლარით იზარალოს