საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არანაირ რეფერენდუმს რაიმე ლეგიტიმაცია არ აქვს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რაიმე ახალი ამ კუთხით არ არის, პერიოდულად არის ხოლმე ასეთი მიმართვები ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ვფიქრობ, ალბათ ესეც ნაწილია შიდაპოლიტიკური საკითხისა, თუმცა თავისთავად ოკუპირებულ ტერიტორიაზე არანაირ რეფერენდუმს რაიმე ლეგიტიმაცია არ გააჩნია. აქამდეც იყო მცდელობები, თუ განხორციელებული ასეთი სახის მიმართვები, რა თქმა უნდა, ამას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ აქვს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ასევე წაიკითხეთ:
საგარეო საქმეთა მინისტრი: ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ